ფეხბურთი

10:27 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ვეას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ტომას პარტეისთანაც ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ ფრანგულ „ლილთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია ტიმოთი ვეას ტრანსფერზე. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

Sky Sport-ის ცნობით, „იუვე“ ფრანგულ კლუბს 12 მილიონ ევროს გადაუხდის და ამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდარული ჟორჟ ვეას შვილია, იტალიურ გრანდში გადავა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჟორჟ ვეამ თქვა, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბავშვობიდანაა და გაუხარდება, თუ მისი შვილიც იტალიაში ითამაშებს.

ტიმოთი ვეა მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, შეუძლია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში გარჯა და მთელი ფლანგის კონტროლიც. ის „ლილში“ 2019 წლიდან გამოდის და 107 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „პარი სენ ჟერმენისა“ და „სელტიკის“ წევრი იყო. ამერიკის ნაკრებში მან 31-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

ვეას გარდა, „იუვენტუსი“ ახლოსაა ლონდონის „არსენალიდან“ ტომას პარტეის დამატებასთან. იტალიური პრესა წერს, რომ განელმა ნახევარმცველმა ტურინში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. „იუვე“ ინგლისურ გუნდს პარტეის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს სთავაზობს.

0.112222