ფეხბურთი

14:49 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი: “ინგლისს მეტი გოლის გატანა შეეძლო”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, სან-მარინოსთან მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო.

“ვფიქრობ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ჩვენ საჯარიმოში შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი, რომლის რეალიზაციაც ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს ანგარიშის მიუხედავათ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს - 55 000 კაცს, რომელიც სტადიონზე იყო მოსული.” – ჰოჯსონის სიტყვებს Sky Sport-ი ციტირებს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ინგლისმა სან-მარინოს 5:0 მოუგო.

0.123092