ფეხბურთი

20:07 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემში" ლორისს იტალიელი მეკარე შეცვლის

ლონდონის „ტოტენჰემმა“ უგო ლორისის შემცვლელი იპოვა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ემპოლის“ მეკარე გულიელმო ვიკარიო მომდევნო სეზონიდან „დეზებში“ ითამაშებს.

„ემპოლი“ 19 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო იტალიელი კარის დარაჯი კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

გულიელმო ვიკარიო „ინტერის“ სამიზნე იყო, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა მილანელებს დაასწრო. „ტოტენჰემს“ გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ, მაგრამ ვიკარიოს ტრანსფერის მერე ქართველის ლონდონში გადასვლა უნდა გამოირიცხოს. თავის მხრივ, ახლა გიორგის ყველაზე მეტად სწორედ „ინტერს“ უკავშირებენ.

26 წლის ვიკარიოს „ვენეციაში“, „პერუჯასა“ და „კალიარიში“ უთამაშია, ხოლო „ემპოლიში“ 2021 წლიდან ირჯება და 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.110424