იტალიის ნაკრების და „მილანის“ ნახევარმცველის, სანდრო ტონალის „ნიუკასლში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ ინგლისელები „მილანთანაც“ მორიგდნენ. „როსონერი“ 80 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ტონალი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.
„კაჭკაჭების“ წარმომადგენლები რუმინეთში ჩავიდნენ, სადაც ტონალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. საქმე ისაა, რომ სანდრო იტალიის 21-წლამდე ნაკრებშია ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ. 23 წლის იტალიელის ხელფასი "ნიუკასლში" თითქმის 10 მილიონი იქნება, მაშინ, როდესაც "მილანში" 4.5 მილიონს გამოიმუშავებდა.
სანდრო ტონალი „მილანმა“ 2020 წელს დაიმატა და 130 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო.