მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის ჩაბი ალონსო შეცვლის, ოღონდ 2024 წლის ზაფხულში. ამის შესახებ გერმანული Bild-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ყველაზე მეტად სწორედ 41 წლის ესპანელი სპეციალისტი მოსწონს, რომელსაც პირადადაც ძალიან კარგად იცნობს.
ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი გაისად ეწურება, ცნობილია, რომ ის ბრაზილიის ნაკრებს შეუთანხმდა და მადრიდიდან სამხრეთამერიკაში გადაინაცვლეს. ამიტომაც, „სამეფო კლუბში“ მის შემცვლელზე უკვე მუშაობენ.
ჩაბი ალონსო 2022 წლიდან „ლევერკუზენში“ მუშაობს და ეს მისი პირველი გამოცდილებაა მთავარ მწვრთნელად. რაც მთავარია, ესპანელმა სადებიუტო სეზონშივე შეძლო წარმატების მიღწევა და თავის გამოჩენა. ჩაბი „რეალში“ 2009-2014 წლებში თამაშობდა.