14:50 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩუამენი უნდა შეიძინოს

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ექსპერტი, რიო ფერდინანდი, მიიჩნევს, რომ კლუბმა მადრიდის „რეალის" ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის შეძენა უნდა სცადოს.

„რეალში“ ორელიენი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება. ახლა ის იქ ზედმეტია. „მანჩესტერისთვის“ კი მნიშვნელოვანი ძალა გახდება.”- თქვა ფერდინანდმა თავისი პოდკასტის ეთერში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით „ლივერპულიც“ დაინტერესდა. ჩუამენი მადრიდის „რეალში" 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და 2028 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

გასულ სეზონში 23 წლის ფრანგმა კლუბში 50 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111876