ფეხბურთი

14:18 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ პერ სხიურსს დაადგა თვალი

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი, კიმ მინ ჯე, უახლოეს ხანში მიუნხენის „ბაიერნში“ გადავა, ამიტომ ნეაპოლელები კორეელის ადგილზე ცენტრალურ მცველს ეძებენ. ერთ-ერთი კანდიდატი „ტორინოს“ 23 წლის ნიდერლანდელი უკანახაზელი, პერ სხიურსია - წერს TuttoNapoli.

ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია, ფიქრობს, რომ ნიდერლანდელს იდეალურად შეუძლია კიმის შეცვლა, რომელშიც გერმანული კლუბი 60 მილიონ ევროს იხდის.

თუმცა სხიურსის გადაბირება იოლი საქმე არ იქნება. მათ პრემიერლიგის „ნიუკასლისა“ და „ლივერპულის,“ ასევე „მილანის“ კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

0.113861