ფეხბურთი

12:45 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ითამაშებს

ბექა მიქელთაძე კარიერას „გვანგჯუში“ გააგრძელებს. სამხრეთკორეულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბექამ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ მისი ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები უცნობია. ქართველი აზიურ კლუბში 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„K ლიგის შესახებ ინფორმაცია მაქვს. მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „გვანგჯუს“, რომელიც ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი საქმეა ბოლომდე დახარჯვა და ბევრი გოლის გატანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „გვანგჯუს“ ფანებმა ჩემი სახელი დაიმახსოვრონ“, - თქვა მან.

ბექა მიქელთაძე ბოლოს ავსტრალიურ „ნიუკასლ ჯეტსში“ 2021 წლიდან თამაშობდა და ორ სეზონში 50 მატჩში 19 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში მას „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, „რუსთავში“, „ანორთოსისში“, „რუბინში“, „როტორსა“ და „ქსანთიში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110772