11:20 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ რაისისთვის ბრძოლას შეუერთდა

„ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა, შესაძლოა, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს - წერს The Telegraph.

წყაროს ცნობით, 24 წლის ინგლისელისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ჩაერთო. მანკუნიანელები მზად არიან „ჩაქუჩებს“ რაისის სანაცვლოდ მცველი ჰარი მაგუაირი ან ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესთავაზონ თანხის დამატების პირობით.

რაისმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე „ვესტ ჰემის“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.05868