„ნიუკასლ იუნაიტედმა“ „მილანის“ ნახევარმცველ სანდრო ტონალისთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. სენსაციურ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
23 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა, ახლა კლუბებს შორის მორიგებაა საჭირო. „ნიუკასლი“ „მილანს“ 70 მილიონ ევროს სთავაზობს, იტალიელები 10 მილიონით მეტს ითხოვენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შეთანხმება ადვილად შედგება.
სანდრო ტონალი „მილანმა“ 2020 წელს დაიმატა და 130 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო.