სხვა

2:06 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს ჩემპიონი როგლიჩი ტურ დე ფრანსზე არ იასპარეზებს

ჯირო დ’იტალიას 2023 წლის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი დასვენებას აპირებს და ამის გამო, ტურ დე ფრანსზე არ იასპარეზებს. მან განცხადა, რომ ჯიროზე ტრიუმფის შემდეგ, მცირე ხნით ველოსიპედს თავი დაანება და დროს ოჯახთან და შინაურ გარემოში ატარებს.

როგლიჩს ვუელტა ესპანია სამჯერ აქვს მოგებული, ჯიროს ჩემპიონი კი პირველად გახდა. ამასთან, ის პირველი სლოვენიელია, ვინც იტალიური ველომარათონი მოიგო.

„ტურზე წასვლას არ ვაპირებ. მაგრამ ალბათ ვუელტაზე ისევ გამოვალ. ჩემი მომდევნო რბოლა ალბათ ვუელტა იქნება. მანამდე დასვენებას ვაპირებ. წელს ტური ჩემს გეგმებში არ შედის“, - ამბობს როგლიჩი.

მანვე განაცხადა, რომ არც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გეგმავს, რომელიც აგვისტოს დასაწყისში, შოტლანდიაში გაიმართება. „ახლა გამორთული ვარ და უცებ დაბრუნებას ვერ შევძლებ“, - დასძენს როგლიჩი.

ტურ დე ფრანსი სტარტს ივლისის დასაწყისში აიღებს, ვუელტა კი აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114082