ფეხბურთი

14:22 | 21.06.2023 | ნანახია NaN - ჯერ

მარკუს ტურამი პსჟ-ს და "მილანს" შორის

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი მარკუს ტურამი მიმდინარე ზაფხულს „გლადბახს“ დატოვებს, თუმცა ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგს „მილანი“ და „პარი სენ ჟერმენი“ იწვევს. ცხადია, „როსონერისა“ და პარიზულ გუნდს შორის ეკონომიკური პოტენციალის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მარკუსს ჯერ არ გადაუწყვეტია, სად წავიდეს.

საქმე ისაა, რომ ტურამი პსჟ-ში ჯერ კიდე ელოდება ახალი მწვრთნელის დანიშვნას, რათა გუნდში თავისი როლი დააზუსტოს, ხოლო „მილანში“ იცის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება.

25 წლის მარკუს ტურამი, რომელიც ლეგენდარული ლილიან ტურამის შვილია, „გლადბახში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 134 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სოშოს“ და „გენგამის“ წევრი იყო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 04.07.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ამის დე*აც,ბრაზილია გამოაგდო და მესამე ადგილისთვისაცვერ იბრძოლა

13:07 | 04.07.2015
babuna18 (337)

ალალად ეკუთვნოდა,კარგი ნაკრები ჰყავს,ჩილეს მასპინძლის ფაქტორი რომ არა შეიძლება ფინალშიც გვენახა,ისე სულ მიკვირს მსოფლიოზე რატომ ვერ გადიან

0.060791