ფეხბურთი

13:15 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბროზოვიჩისთვის "ალ-ნასრი" და "ბარსელონა" იბრძვიან

მილანის „ინტერისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი „ალ-ნასრის“ და „ბარსელონას“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

30 წლის ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ალ-ნასრმა“ შეთავაზება გაზარდა და მზადაა „ინტერს“ არა 15 მილიონი ევრო, არამედ 18 მილიონი გადაუხადოს. ცნობილია, რომ ფეხბურთელით „ბარსაც“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

ხორვატს „ინტერთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა, ნათელია, რომ საუდის არაბეთში მას გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებენ.

მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს და 330 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლოკომოტივას“ და „დინამო ზაგრების“ ღირსებას იცავდა.

0.118981