ფეხბურთი

11:00 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნგოლო კანტე "ალ-იტიჰადის" ფეხბურთელია

ნგოლო კანტემ „ჩელსი“ ოფიციალურად დატოვა და „ალ-იტიჰადში“ გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი საუდელებმა დაადასტურეს.

კანტემ ინგლისელებთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და აზიელებს უფასოდ შეუერთდა. 32 წლის ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამ პერიოდში ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს მიიღებს.

ნგოლო კანტემ კარიერა „ბულონში“ დაიწყო, შემდეგ კი „კაენში“ გადავიდა. მან სახელი „ლესტერში“ გაითქვა, სადაც სულ ერთი სეზონი ითამაშა, მაგრამ ინგლისურ გუნდში პრემიერლიგა მოიგო. 2016 წლიდან ის „ჩელსის“ წევრი იყო და 269 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

კანტემ საფრანგეთის ნაკრებში 53 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, 2018 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. „ალ-იტიჰადმა“ ნგოლომდე კიდევ ერთი ფრანგი ვარსკვლავი კარიმ ბენზემა დაიმატა.

0.110323