ფეხბურთი

4:58 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკტომინეი: "თავიდან თამაში არავის გვინდოდა, გოლის შემდეგ კი მხოლოდ ქართველებს"

შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა სკოტ მაკტომინეიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველი გოლის შემდეგ თამაში მხოლოდ მათ სურდათ, ქართველ ფეხბურთელებს კი - არა.

„პირველ წუთებში ყველა მოთამაშე ამბობდა, რომ ასეთ მოედანზე თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ გავიტანეთ და მათ არ სურდათ თამაში, ჩვენ გვინდოდა, რადგან ვიმარჯვებდით და ასეც უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ისინი ცოტა ღელავდნენ, როცა არ სურდათ თამაში, ჩვენ კი კონცენტრაცია შევინარჩუნეთ, მივყევით თამაშის გეგმას და ძალიან კარგად ვითამაშეთ.

ჩვენ თამაში გვინდოდა, აქ სათამაშოდ მოვედით, არა გვინდოდა ხვალ თამაში, ახლა გვინდოდა გვეთამაშა. გულშემატკივარი საოცრად მომთმენი იყო, ეს მათი დამსახურებაა. ბოდიში დაგვიანებისთვის, რომ სტადიონზე შუაღამემდე დარჩნენ, ამისთვის დიდი მადლობა. ჩვენი საქმე ჯერ არ გაგვიკეთებია და მანამდე გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ ევროპის ჩემპიონატზე არ გავალთ“, - თქვა მაკტომინეიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. შოტლანდიის ნაკრები კი 4 ტურში 12 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს და წესით, სქოთებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გაუჭირდებათ.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ელოდება, ხოლო 4 დღის მერე ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება. მოკლედ, ორი ურთულესი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩები წინაა...

0.142051