ფეხბურთი

0:55 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას კვიპროსი ნორვეგიასთან დამარცხდა

ნორვეგიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სტალე სოლბაკენის გუნდმა თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3:1 მოუგო.

ანგარიში მე-12 წუთზე ოლა სოლბაკენმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ერლინგ ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. შედეგად, მე-60 წუთისთვის ყოველგვარი ინტრიგა დაკარგული იყო. კვიპროსელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რომელიც გრიგორი კასტანოსის აქტივშია.

თემურ ქეცბაიას გუნდი 3 ტურში 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ნორვეგიამ პირველი წრე უკვე დაასრულა და 4 ქულა აქვს, რაც კარგი შედეგი მისთვის ნამდვილად არ არის. ნორვეგია მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს ისევ შინ ჩაატარებს, ამჯერად საქართველოს ნაკრებთან.

ნორვეგია - კვიპროსი 3:1 (1:0)

გოლები: სოლბაკენი (12), 2:0 ჰოლანდი (56, პენ), 3:0 ჰოლანდი (60), 3:1 კასტანოსი (90)

0.122082