ფეხბურთი

16:31 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ დაუპირისპირდება.

უეფას შტაბბინაში გამართული წილისყრის შედეგად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 5 სავარაუდო მეტოქე ჰყავდა, მათ შორის ალბათ ყველაზე ძლიერი „ასტანა“ იყო და სწორედ მასთან მოუწევს თამაში.

პირველი მატჩი ყაზახეთში 11 ან 12 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო თბილისში 18 ან 19 ივლისს.

წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს თამაშს, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

0.113995