ფეხბურთი

13:12 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში: „სასიამოვნო იყო მოედანზე დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ"

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (7:0) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„Შესანიშნავი გამარჯვებაა. საკა და რაშფორდი? ვფიქრობ, მათ წარმოუდგენლად, შთაგონებით ითამაშეს და ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარმა გაიხარა. მე პირადად სიამოვნებით დავბრუნდი მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ.“ - ციტირებს გრილიშის სიტყვებს BBC Sport.

გრილიშის „მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში თრებლი შეასრულა. 27 წლის ფეხბურთელმა „ქალაქელების“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115363