ფეხბურთი

1:58 | 20.06.2023 | ნანახია 890 - ჯერ

ზიდანი სიტყვით გამოსვლისას ატირდა: "შვილის დაკარგვა ყველაზე დიდი საშინელებაა"

ზინედი ზიდანი საფრანგეთის ქალაქ ისტრში სიტყვით გამოვიდა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიებაზე.

ორგანიზაცია Le Point Rose დაავადებული ბავშვებისთვის საავადმყოფოს აშენებს, ზიდანმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

„შვილის დაკარგვა ყველაზე საშინელი რამ არის, რაც არსებობს, ჩემს მშობლებს ეს გადახდათ და ვიცი, რა რთულია“, - თქვა ზიდანმა, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა და სიტყვით გამოსვლის მთელი დროის განმავლობაში ტიროდა.

„მე გამიმართლა, რომ ჯანმრთელი შვილები მყავს, მაგრამ ჩემი ამბავი თქვენ გეხებათ და თქვენი - მე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ვამაყობ, რომ ამ პროექტის სახე ვარ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასახმარებლად. ბატონო მერო, შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც აკეთებთ“, - აღნიშნა ფრანგმა.

ზინედინ ზიდანის ძმა, ფარიდი, 2019 წელს 44 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:41 | 09.07.2019
Homer (196)

თბილისური გუნდი მოლდოვის ჩემპიონ „შერიფს“ ტირასპოლში დაუპირისპირდა.

ანგარიში გვაინტერესებს !
მაგარი სასტავი ხართ რა

0.063362
890