ფეხბურთი

1:29 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის გოლეადა ჩრდ. მაკედონიასთან, ყაზახეთის და სომხეთის ნაკრებები ჯგუფის ლიდერებში

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მორიგ სათამაშო დღეს გამოსარჩევია ინგლისის გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან 7:0, ყაზახეთის 3 ქულა ჩრდილოეთ ირლანდიაში და სომხეთის ნაკრების მორიგი მოგება.

B ჯგუფი

B ჯგუფს აშკარა ფავორიტი ჰყავს საფრანგეთის ნაკრების სახით, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა წესით არ გაუჭირდება. დიდიე დეშამის გუნდმა შინ საბერძნეთის ნაკრებს კილიან მბაპეს პენალტით მოუგო. ბერძნებმა იბრძოლეს, მაგრამ პრაქტიკულად საგოლე მომენტის გარეშე წააგეს.

ირლანდიამ გიბრალტარი მეორე ტაიმში გატეხა და 3:0 აჯობა. შედეგად, ჯგუფში 12 ქულით საფრანგეთი ლიდერია, საბერძნეთს 6 ქულა აქვს, ირლანდიას და ნიდერლანდებს 3-3, ხოლო გიბრალტარს - 0. უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდებს მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

საფრანგეთი - საბერძნეთი 1:0

ირლანდია - გიბრალტარი 3:0

1. საფრანგეთი 4 4 0 0 9 0 9 12
2. საბერძნეთი 3 2 0 1 5 2 3 6
3. ირლანდია 3 1 0 2 4 3 1 3
4. ნიდერლანდები 2 1 0 1 3 4 -1 3
5. გიბრალტარი 4 0 0 4 0 12 -12 0

C ჯგუფი

C ჯგუფშიც აშკარა ფავორიტია, რომელსაც წესით პირველ ადგილზე გასვლა არ გაუჭირდება. ინგლისის ნაკრებმა ბუკაიო საკას ლიდერობით, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ჩრდილოეთ მაკედონია 7:0 გაანადგურა. გარეთ საუთგეიტის გუნდი მაგარ ფორმაშია და უკვე შეიძლება მივიჩნიოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.

უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა მალტის ნაკრების ძლევა, რომელსაც ციგანკოვის გვიანი პენალტით აჯობა. ინგლისი 12 ქულით ლიდერია, უკრაინა 6 ქულით მეორე პოზიციაზე იკავებს, იტალიას და ჩრდ. მაკედონიას 3-3 ქულა აქვთ, მალტას - 0. იტალიას მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული და „სკუადრა აძურას“ ფანები თავს ამით თუ დაიმშვიდებენ, თორემ რობერტო მანჩინის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენაც ემუქრება, არადა, მოქმედი ევროპის ჩემპიონია...

ინგლისი - ჩრდ. მაკედონია 7:0

უკრაინა - მალტა 1:0

1. ინგლისი 4 4 0 0 15 1 14 12
2. უკრაინა 3 2 0 1 4 4 0 6
3. იტალია 2 1 0 1 3 2 1 3
4. ჩრდ. მაკედონია 3 1 0 2 4 11 -7 3
5. მალტა 4 0 0 4 1 9 -8 0

D ჯგუფი

D ჯგუფს ჩვენი მეზობლები ლიდერობენ - თურქეთი და სომხეთი. თურქეთის ნაკრებმა უელსს 2:0 მოუგო, ხოლო სომხეთმა ბოლო წუთზე დაამარცხა ლატვიის ნაკრები (2:1). თურქებს 9 ქულა აქვთ, სომხებს - 6.

უელსი და ხორვატია 4-4 ქულით არიან, მაგრამ ხორვატებს მხოლოდ ორი თამაში აქვთ ჩატარებული, ასე რომ ამ მხრივ უპირატესობა გააჩნიათ.

თურქეთი - უელსი 2:0

სომხეთი - ლატვია 2:1

1. თურქეთი 4 3 0 1 7 5 2 9
2. სომხეთი 3 2 0 1 7 5 2 6
3. ხორვატია 2 1 1 0 3 1 2 4
4. უელსი 4 1 1 2 4 7 -3 4
5. ლატვია 3 0 0 3 3 6 -3 0

H ჯგუფი

ყაზახეთის ნაკრები აღარ ხუმრობს! ამჯერად ყაზახებმა სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები დაამარცხეს და ჯგუფში ფინეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობენ 9 ქულით. ფინეთმა სან მარინოსთან გაისეირნა (6:0). სლოვენიამ და დანიამ ქულები გაიყვეს - 1:1.

დანიას და სლოვენიას 7-7 ქულა აქვთ. ამ ჯგუფში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდია და სან მარინო გამოიყურებიან უშანსოდ. აი, ყაზახეთის ნაკრები მართლაც სიურპრიზია, რომელმაც ერთა ლიგაზეც ბრწყინვალედ ითამაშა და თუ პლეი-ოფში თამაში მოუწევთ ორივე გუნდს, საქართველოს ნაკრების მეტოქეა...

ფინეთი - სან მარინო 6:0

ჩრდ. ირლანდია - ყაზახეთი 0:1

სლოვენია - დანია 1:1

1. ფინეთი 4 3 0 1 10 3 7 9
2. ყაზახეთი 4 3 0 1 8 4 4 9
3. დანია 4 2 1 1 7 5 2 7
4. სლოვენია 4 2 1 1 5 4 1 7
5. ჩრდ. ირლანდია 4 1 0 3 2 3 -1 3
6. სან მარინო 4 0 0 4 0 13 -13 0

I ჯგუფი

I ჯგუფში შვეიცარიის ნაკრებმა რუმინეთთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრეს დასჯერდა. თუმცა, ჯგუფს მაინც 10 ქულით ლიდერობს. იქვეა რუმინეთი, რომელსაც 8 ქულა აქვს. ისრაელმა ანდორას გაჭირვებით, მაგრამ მოუგო და 7 ქულით მესამეა.

ბელარუსმა პირველი გამარჯვება მოიპოვა კოსოვოს წინააღმდეგ და 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ანდორა ბოლო ადგილზეა ერთადერთი ქულით. ხსენებულ ხუთ ჯგუფში მომდევნო ტურის მატჩები სექტემბერში გაიმართება.

შვეიცარია - რუმინეთი 2:2

ისრაელი - ანდორა 2:1

ბელარუსი - კოსოვო 2:1

1. შვეიცარია 4 3 1 0 12 3 9 10
2. რუმინეთი 4 2 2 0 6 3 3 8
3. ისრაელი 4 2 1 1 5 6 -1 7
4. ბელარუსი 4 1 0 3 4 10 -6 3
5. კოსოვო 4 0 3 1 3 4 -1 3
6. ანდორა 4 0 1 3 3 7 -4 1
0.119337