ფეხბურთი

23:25 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგსაც საუდის არაბეთში იწვევენ

საუდის არაბეთში ევროპიდან ფეხბურთელების გადაბარგებაზე ყოველდღე აქტიური საუბარი მიდის. ამჯერად, „ალ-ჰილალს“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაუკავშირეს, რომელიც „ჩელსის“ გეგმებში არ შედის.

გაბონელი თავდამსხმელი საუდელებს რომელუ ლუკაკუს ალტერნატივად მიაჩნიათ. ბელგიელმა „ალ-ჰილალში“ ტრანსფერზე უარი თქვა, მაგრამ ახლა აზიელები მზად არიან სარფიანი კონტრაქტი 34 წლის აფრიკელ ფორვარდს შესთავაზონ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ჩელსიში“ გასულ სეზონში 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სენტ-ეტიენში“, „დორტმუნდში“, „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.

„ჩელსიდან“ საუდის არაბეთში უკვე გადავიდა ნგოლო კანტე, ამასთან ძალიან ახლოს არიან ჰაკიმ ზიეში, ედუარ მენდი და კალიდუ კულიბალიც.

0.114518