„ნაპოლი“ კიმ მინ-ჯეს შემცვლელად „გლადბახის“ მცველ კოუ იტაკურას განიხილავს. ამის შესახებ Bild-ი წერს.
სამხრეთკორეელი ფეხბურთელი ძალიან ახლოსაა მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან და დიდი შანსია ტრანსფერი 1 ივლისს ოფიციალურად დადასტურდეს. შესაბამისად, ნეაპოლელებს მისი შემცვლელი სჭირდებათ. ერთ-ერთი ვარიანტი იტაკურაა, რომელმაც გასულ სეზონში „გლადბახში“ 25 მატჩი ჩაატარა.
ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისს სურს გუნდში იაპონელი ფეხბურთელიც ჰყავდეს, რათა კლუბის პოპულარობა ამ ქვეყანაშიც გაიზარდოს, შესაბამისად, იტაკურა კარგი ვარიანტია. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია. აზიელს თავის დროზე „შალკეში“, „გრონინგენსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ აქვს ნათამაშები, თუმცა, ინგლისურ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
კოუ იტაკურას გარდა, ნეაპოლელთა ინტერესის სფეროში არიან ჯორჯო სკალვინი და კევინ დანსო, რომლებიც შესაბამისად, „ატალანტასა“ და „ლანსში“ თამაშობენ.