ფეხბურთი

14:38 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: "ლევანდოვსკის ფრეზე შევუთანხმდით, მაგრამ მოვიგებთ"

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა თომას მიულერმა პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩის წინ პოლონელ თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკიზე გაიხუმრა.

"ჩვენ ვხუმრობდით მომავალ მატჩზე, ლევანდოვსკის ფრეზე შევუთანხმდით, მაგრამ შეხვედრას ჩვენ მოვიგებთ." - განაცხადა მიულერმა.

პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შაბათს თავის თანაგუნდელებს თომას მიულერს, ჟერომ ბოატენგს, მარიო გიოტცეს და მანუელ ნოიერს სტადიონ "ნაროდოვიზე" დაუპირისპირდება. პოლონეთი-გერმანიის მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116499