ფეხბურთი

19:07 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველო სახიფათოა, განსაკუთრებით შეტევაში"

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე იცოდა, რომ უმძიმეს ჯგუფში მოხვდნენ, ამიტომ რთულ თამაშს ელოდება.

კლარკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო 15 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და კარგ ფორმაშია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

„მე ვარ პასუხისმგებელი, რომ გუნდში ზედმეტი ეიფორია და ღელვა არ იქნება. ყველას მოსწონს და უყვარს ისეთ ატმოსფეროში თამაში, როგორიც „ჰემპდენ პარკზეა“, მოთამაშეები გულშემატკივრების მხარდაჭერას გახურებისას გრძნობენ. ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მოუთმენლად ელიან კიდევ ერთ კარგ თამაშს. იმედი გვაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ და კარგი სერია გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ესპანეთთან და ნორვეგიასთან გამარჯვება კარგია, მაგრამ ფეხბურთს სჩვევია, რომ თუ თამაშს პატივს არ სცემ, დაისჯები. როცა კარგი შედეგები გაქვს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ფეხბურთში უნდა გესმოდეს, რომ თუ ბურთს თვალს მოაშორებ, შეიძლება დაისაჯო.

რთული თამაში იქნება. თავიდანვე ვთქვი, რომ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. საქართველო რა თქმა უნდა, უმძიმესი გუნდია, 15 მატჩში 1 მარცხი აქვს, კარგი სერია აქვს და თავს კარგად გრძნობენ. კვიპროსში სტუმრად მოგება ძნელია, მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი მოთამაშე, კარგ ფორმაში არიან და რთული თამაში იქნება. ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, განსაკუთრებით შეტევაში, ამიტომ დაცვაში კარგად თამაში მოგვიწევს. პატივი უნდა ვცეთ მათ, თამაშს და 3 ქულის მოპოვება ვცადოთ“, - თქვა კლარკმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია - საქართველოს მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.137771