შოტლანდიის ნაკრებისა და ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა ჯონ მაკგინმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა. როგორც 28 წლის ფეხბურთელმა თქვა, იოლი თამაში არ იქნება, რადგან მეტოქე ღირსეული გუნდია.
„ჯგუფურად მოვიპოვეთ დიდებული გამარჯვება, მაგრამ ეს უფრო უნდა გავიმყაროთ კიდევ ერთი მოგებით საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, საქართველოს ნაკრები ღირსეული გუნდია და შაბათს მოპოვებული გამარჯვებით ისინი ნორვეგიას უსწრებენ, ამიტომ იოლი არ იქნება.
ნორვეგიასთან შეცვლაზე შესული ფეხბურთელები ძალიან დაგვეხმარნენ. ჩვენთვის სტიმული იყო ჰოლანდის მოედნიდან გასვლა. რა თქმა უნდა, მათ სათადარიგო სკამზეც კარგი ფეხბურთელებიც ჰყავდათ, მაგრამ მასზე უკეთესი არავინ არაა. როდესაც ანგარიში გათანაბრდა და მათ მოსაგებად გოლი ისევ დასჭირდათ, ჰოლანდის მოედანზე არყოფნა ნამდვილად დაგვეხმარა.
ახლა ყურადღება სამშაბათის მატჩზე უნდა გავამახვილოთ, რადგან თუ ვერ მოვიგებთ, აზრი არ ექნება იმას, რასაც ნორვეგიაში მივაღწიეთ“, - თქვა მაკგინმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ მაკგინი შოტლანდიის ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და 55 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. შოტლანდია - საქართველოს მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.