ფეხბურთი

17:05 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მენდის საუდის არაბეთში ტრანსფერი გადაწყდა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯერ ოფიციალურად კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ შეთანხმება მიღწეულია.

31 წლის სენეგალელი მეკარე „ალ-აჰლიში“ გადავა, რომელსაც უკვე შეუთანხმდა. ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, აფრიკელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მენდი „ჩელსის“ 2020 წელს შეუერთდა და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. თუმცა, გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

მანამდე ის „რეიმსის“ და „რენის“ კარს იცავდა. „ჩელსიდან“ საუდის არაბეთში უკვე გადავიდა ნგოლო კანტე (ალ-იტიჰადში), ხოლო რომანო ვარაუდობს, რომ ამ კვირაში ასევე გადაწყდება ჰაკიმ ზიეშის „ალ-ნასრში“ და კალიდუ კულიბალის „ალ-ჰილალში“ გადასვლა. ყველანი „ჩელსის“ წევრები არიან.

0.114325