ფეხბურთი

15:21 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ალთუნაშვილი სავარაუდოდ კარიერას ავსტრიის ჩემპიონატში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დიდი ალბათობით კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

ავსტრიული მედიისა და Krone.at-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი სულ მალე „ვოლფსბერგერს“ შეუერთდება. ჯერჯერობით, უცნობია კონტრაქტის დეტალები. „ვოლფსბრგერში“ ცოტა ხნის წინ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი თამაშობდნენ, ამდენად ქართველ ფეხბურთელებს კარგად იცნობენ.

სანდრო ალთუნაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2014-2020 წლებში თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან ის „დინამო ბათუმის“ ერთ-ერთი ლიდერია.

სანდროს საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ის ეროვნულ ნაკრებში ამჟამადაც არის გამოძახებული.

0.142029