მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ხოსელუ დაიმატა. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
33 წლის ფეხბურთელი „რეალის“ აღზრდილია, სადაც 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა „ალმერიასთან“. შემდეგ მან „ჰოფენჰაიმში“, „აინტრახტში“, „ჰანოვერში“, „სტოკში“, „დეპორტივოსთან“, „ნიუკასლსა“ და „ალავსესში“ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ კარიერის საწყისი ეტაპი მან „სელტაში“ გაატარა, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში კი დაიბადა.
ესპანეთის ნაკრებში ხოსელუს დებიუტი 2023 წელს ჰქონდა და 4 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. გასულ სეზონში „ესპანიოლში“, რომელიც გავარდა, მან 37 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.