ფეხბურთი

10:27 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მართალია, ხვიჩა კვიპროსთან არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ ძალიან აქტიური იყო და თამაშს ხშირად ამწვავებდა. ამიტომაც, სტატისტიკური ვებგვერდებისგან მაღალი შეფასება ერგო. კვარა Whoscored-ისა და Sofascore-ს ვერსიით მოხვდა საუკეთესო თერთმეტეულში.

Whoscored-ის სიმბოლური:

მეკარე: ედვინას გერტომანასი (ლიეტუვა)

მცველები: კრისტოფერ მარტინსი (ლუქსემბურგი), ედვინას გირდვაინისი (ლიეტუვა), რობერ ივანოვი (ფინეთი), ტეო ერნანდესი (საფრანგეთი)

ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (ჩეხეთი), ბრუნო ფერნანდეში), ლუკას ზელარაიანი (სომხეთი), მიხაილო მუდრიკი (უკრაინა)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო), გრანდ-ლეონ რანოსი (სომხეთი)

Sofascore-ს სიმბოლური:

მეკარე: ედვინას გერტომანასი (ლიეტუვა)

მცველები: იოაკიმ ანდერსენი (დანია), ედვინას გირდვაინისი (ლიეტუვა), ფიდან ალიტი (კოსოვო)

საყრდენი ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (საფრანგეთი), ანასტასიოს ბაკასეტასი (საბერძნეთი)

შემტევი ნახევარმცველი: ვაცლავ ჩერნი (ჩეხეთი), ბრუნო ფერნანდეში), ლუკას ზელარაიანი (სომხეთი), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

თავდამსხმელი გრანტ-ლეონ რანოსი (სომხეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 20 ივნისს, გლაზგოში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.118958