რაგბი

11:02 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა | მეოთხე ადგილი ზაგრებში

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველი, ზაგრების ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა და საკუთარი მიღწევა გაიმეორა. ჩვენმა გუნდმა ერთადერთხელ, 2014 წელს დაიკავა მეორე დივიზიონში მეოთხე ადგილი.

სამწუხაროდ, ფნალური დღე გოგონებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თასის ნახევარფინალში ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან 0:21 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში მანონი საღარაძემ და მარიამ გოგუაძემ ლელოებით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ გარდასახვები არაზუსტი იყო, მატჩის გადარჩენის შანსი აღარ შეგვრჩა და ბოლოს უკრაინელებმა ერთი ლელოც მიითვალეს – 10:28.

მესამე ადგილისთვის ფინეთს შევხვდით და აქაც ჩამოვრჩით. ტაიმის ბოლოს მანონი საღარაძემ ლელოთი სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის შუაში ლელო სალომე მაკასარაშვილმა მიითვალა. გარდასახვა ახლაც არაზუსტი იყო, თამაში რომ განახლდა ფინეთმა მესამე ლელო გაიტანა და 19:10 გაიმარჯვა.

ფინალში უკრაინამ თურქეთი 17:5 დაამარცხა.

რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპს 7-8 ივლისს ბუდაპეშტი (უნგრეთი) უმასპინძლებს.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე (ზაგრები):

თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

RUGBY.GE

0.133778