ფეხბურთი

1:55 | 19.06.2023 | ნანახია 1799 - ჯერ

ესპანეთი - ერთა ლიგის ახალი ჩემპიონი

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის გამარჯვებულია. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა როტერდამში გამართულ ფინალში ხორვატიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

120 წუთი ისე გაილია, რომ გოლი არ გასულა. ეგ კი არა, გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, ესპანეთმა კი კარში სულაც ერთხელ დაარტყა. მთლიანობაში ხორვატია უკეთ თამაშობდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ესპანეთი აშკარა გოლს გადაურჩა.

შესაბამისად, ნულოვანი ფრე უფრო ლოგიკური იყო. პენალტების სერიაში კი ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა გაიბრწყინა, რომელმაც ლოვრო მაიერის და ბრუნო პეტკოვიჩის დარტყმები მოიგერია. ესპანელთაგან მხოლოდ ემერიკ ლაპორტმა ვერ გაიტანა, დანი კარვახალის ზუსტი პენალტის შემდეგ კი „ფურია როხა“ გაჩემპიონდა.

ესპანეთმა ისტორიაში პირველად მოიგო ერთა ლიგა, ზოგადად კი ამ ტურნირის მესამე ტრიუმფატორია პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების შემდეგ.

ცნობისთვის, ის ფაქტი, რომ ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგო, არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. კონკრეტულად ერთა ლიგის ოთხთა ფინალს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლთან საერთო არაფერი აქვს. ერთადერთი ისევ ესპანეთის ნაკრებისთვის იცვლება ის, რომ თუ შესარჩევი ეტაპიდან ვერ გავა ევრო 2024-ზე, ერთა ლიგის პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც ესპანეთის ჯგუფშია, ამით არაფერი შეცვლილა.

ხორვატია - ესპანეთი 0:0 პენ: 4:5


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:21 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იძახდნენ რომ ამ ერთალიგას ამხანაგურები უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ამხანაგურები მაინც იმართება

10:49 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესპანეთი ერთალიგის ჩემპიონია, და რატო არ შეიძლია გავიდეს ეგრევე ევროპაზე

09:28 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პროსტა ამ ბობოლებისთვის ეს ერთა ლიგა მაგარი უაზრობაა, ნახევარი ძალით ეთამაშებიან ერთმანეთს, მაინც ამხანაგური გამოდის

02:39 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და ის ბობოლები თუ თავის ჯგუფებიდან გასულები არიან, მაშინ რაღა მოტივაცია ექნებათ, ჩატოვონ და არ გაუშვან ესპანეთი ევროპაზე და ამით ერთ კონკურენტს აიცილებენ თავიდან?

02:41 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კითხვისნიშნით დავამთავრე იმიტომ რომ არ ვიცი სწორეა თუ არა რაც დავწერე

09:25 | 19.06.2023
kakhaberry (2630)

არა, არაა ეგრე. ვინც შესარჩევიდან გავა ევროპაზე, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ერთა ლიგის პლეიოფებში, მომდევნო ვერგასულები ითამაშებენ პლეიოფს და საერთოდაც შესაძლოა ა დივიზიონიდან არც იყოს არც ერთი გუნდი თუ ყველა გავიდა შესარჩევიდან

09:29 | 19.06.2023
kakhaberry (2630)

ჩვენს შემთხვევაშიც, ხო საბერძნეთს და თუქრქეთს ვეთამაშებით წესით, მაგრამ ეგენი თუ შესარჩევიდან გავიდნენ, სხვებთან მოგვიწევს თამაში. ასე, რომ მგონი ჯობს მაგათ ვუბალეშიკოთ, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, კოსოვო და ლუქსემბურგი არიან მეორე ადგილოსნები ))

02:36 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეიგი ჩვენი ჯგუფიდან თუ ვერ გავიდა, ისევ ერთალიგის პლეიოფში მიიღებს მონაწილეობას, ანუ თავისნაირ ბობოლებს დაეტაკება

02:33 | 19.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

რა უაზრო წესია ამ შემთხვევაში, ერთალიგა მოიგო და მაინც არაფერი იცვლება ამათთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.157762