ფეხბურთი

0:50 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალის საუდის არაბეთში სეზონში 30 მილიონს სთავაზობენ

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი კალიდუ კულიბალი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. Sky Sport-ის ცნობით, სენეგალელ მცველს „ალ-ჰილალი“ ძალიან მიმზიდველ წინადადებას სთავაზობს.

„ალ-ჰილალი“ მზადაა კალიდუს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სეზონში კი 30 მილიონი ევრო გადაუხადოს! კულიბალის დამატება „ინტერსაც“ სურს, მაგრამ ფინანსურად იტალიელთა შეთავაზება საუდელთა წინადადებასთან ცხადია ახლოსაც ვერ მივა.

გარდა ამისა, „ჩელსის“ ორი ფეხბურთელი, ედუარ მენდი და ჰაკიმ ზიეშიც შეიძლება საუდის არაბეთში ვიხილოთ. იმავე წყაროს თანახმად, „ალ-აჰლი“ სენეგალელი მეკარის გაფორმებას ცდილობს, რომლის კარიერა ინგლისში დიდებულად დაიწყო, მაგრამ ახლა რთული პერიოდი აქვს. მაროკოელ ზიეშს კი „ალ-ნასრი“ იწვევს, რომლის რიგებში კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ მენდი, კულიბალი და ზიეში „ჩელსისთვის“ შეუცვლელ ფეხბურთელთა რიგებში არ შედიან და ინგლისელები მზად არიან ისინი გაყიდონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113544