პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებს, რომელიც თბილისში ემზადება, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ფაბიო ვიეირა გამოაკლდა.
მან გუნდი უკვე დატოვა და დიეგო მორეირამ შეცვალა, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტია. ის რუი ჟორჟე გუნდს თბილისში 19 ივნისს შეუერთდა. ფაბიო ვიეირა კი პორტუგალიელთათვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგან 21-წლამდე ნაკრებში მას 25 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 2021 წელს კი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ვიეირა აღიარეს.
პორტუგალიის ნაკრები პირველ ტურში 21 ივნისს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფში ასევე არიან ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება. საქართველოში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.