ფეხბურთი

22:25 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: "ჯერ კიდევ შემიძლია პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყო, ენერგია მაქვს"

ედენ აზარმა განაცხადა, რომ შეუძლია პროფესიონალური ფეხბურთი კიდევ ითამაშოს, ამიტომაც, საფეხბურთო კარიერას „რეალიდან“ წასვლის მიუხედავად, არ ასრულებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს შესახებ ბევრი რამ წავიკითხე, ბევრი სისულელე. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყო, ჩემი სხეული ამას უძლებს. ბოლო 2-3 წელი ვისვენებდი და ენერგია კიდევ მაქვს.

სამი რთული წლის შემდეგ მინდა დრო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო შვებულებაში, როგორც ყველას. ბელგიის ნაკრებში დამაჯილდოვეს? ეს ადასტურებს, რომ ბევრი კარგი რამ გავაკეთე. უბრალოდ ცუდია, რომ გუნდმა ვერ მოიგო. არ მიყვარს თამაშების ყურება, როგორც ფეხბურთელს ყოველთვის მინდა, რომ გუნდს დავეხმარო“, - განაცხადა აზარმა.

ედენ აზარმა „რეალი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა და თავისუფალი აგენტია. 32 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, ხოლო სად გააგრძელებს საკლუბო კარიერას, ამ ეტაპზე უცნობია.

0.121089