„პარი სენ ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ლუის ენრიკე გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
წყაროს თანახმად, იულიან ნაგელსმანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ პსჟ-ს ხელმძღვანელობა ლუის ენრიკეს დაუკავშირდა, რომელიც მზადაა პარიზში იმუშაოს. ჯერჯერობით, 100%-იანი შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ. კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია.
ლუის ენრიკეს აქტიურად უკავშირებდნენ „ნაპოლის“, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონის გაწვრთნაზე უარი თქვა. პსჟ-დან ჯერ ოფიციალურად არ გაუთავისუფლებიათ კრისტოფ გალტიე, მაგრამ ეს ამბავი გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს აქამდე „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თვითონ პსჟს ახალი სეზონი ლუის ენრიკეს ხელში ძაან საინტერესო იქნება
ერთი სეზონი მბაპე მის ხელში იქნება, მერე სავარაუდოთ მიდის ალბათ
ისე ხელფასი რამდენი შესთავაზეს ეგეც საინტერესოა, რაც შეეხება პსჟს ალბათ დაეტყობა ლუის ენრიკეს ხელი, საინტერესო სეზონი გველის