ფეხბურთი

18:20 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრების ექსმეკარე: "საქართველოს თუ მოვუგებთ, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ"

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მეკარე დევიდ მარშალმა ნორვეგიასთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სტივენ კლარკის გუნდი მომდევნო ორ მატჩს საქართველოსა და კვიპროსთან თუ მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე გავა.

„ეს საკვალიფიკაციო ეტაპის ფანტასტიკური დასაწყისია. სატურნირო ცხრილის ყურება ძალიან სასიამოვნოა. მათ ესპანეთი დაამარცხეს და ასევე მოიგეს ნორვეგიაში, სამშაბათს კი „ჰემპდენ პარკზე“ ითამაშებენ. სამშაბათს გამარჯვება შოტლანდიას ფანტასტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. საქართველოსთან ახლა ჩვენთვის დიდი თამაშია. მომდევნო ორ მატჩს თუ მოვიგებთ საქართველოსა და კვიპროსის წინააღმდეგ, მაშინ ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ევრო 2024-ზე ვერ გავიდეთ“, - თქვა მარშალმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 20 ივნისს, გლაზგოში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.121756