მიუნხენის „ბაიერნი“ კიმ მინ-ჯეს გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა, როგორც ჩანს, ამას წინ მხოლოდ დრო უდგას.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, სამხრეთკორეელი მცველი თანახმაა გერმანიაში გადასვლაზე და „ბაიერნთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობილია, რომ „რეკორდმაისტერი“ მას სეზონში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს, მომდევნო კვირაში კი თუ უფრო მაღალი ხელფასის შეთავაზებას სხვა კლუბებიდან არ მიიღებს, „ბაიერნში“ ივლისში გადავა.
„ნაპოლიდან“ გამოსასყიდი პუნქტი ძალაში 1 ივლისიდან შევა. ამრიგად, „ბაიერნი“ მის გაფორმებას სწორედ მაშინ მოახერხებს.
კიმ მინ-ჯეს შემცვლელად იტალიური მედია „ატალანტას“ 19 წლის მცველ ჯორჯო სკალვინის ასახელებს, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. კიმმა კი, 2022-2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.