კილიან მბაპემ თავის მომავალზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და ისევ თქვა, რომ მიმდინარე ზაფხულს პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო სეზონში პარიზულ გუნდში ითამაშებს.
„მე უკვე ვთქვი, რომ პსჟ-ში დავრჩები. ეს უკვე დიდი ხნით ადრე ვთქვი, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. პარიზში დარჩენა მხოლოდ მომავალ წელს გადავწყვიტე, თუმცა წელიწადის განმავლობაში ბევრი რამ ხდება, მით უმეტეს ისეთ კლუბში, როგორიც პსჟ-ეა“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. შესაბამისად, თუ დარჩება და არც კონტრაქტს გაახანგრძლივებს, კლუბს მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.