ფეხბურთი

15:23 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლი მზადაა "იუვენტუსში" გადასვლისთვის "ნაპოლიში" ხელფასზე უარი თქვას

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მზადაა „იუვენტუსში“ გადასვლის სანაცვლოდ ნეაპოლელებთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ხელფასზე უარი თქვას.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ჯუნტოლი თანახმაა კუთვნილ 2 მილიონ ევროზე უარი თქვას და სამსახური დატოვოს. ის ამ დრომდე ელოდება აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას, რომ გაათავისუფლოს, მაგრამ „აძურის“ პრეზიდენტი ასე არ იქცევა. ამიტომაც კრისტიანომ გადაწყვიტა, რომ თავად გადადგეს.

ჯუნტოლის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. იტალიური მედია წერს, რომ „იუვენტუსში“ მისი გადასვლის შანსი მაღალია.

0.114182