საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა კვიპროსის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბედნიერია, რომ გუნდს მოგებაში დაეხმარა.
"ძალიან რთული თამაში გამოვიდა, ყველამ ვნახეთ, რომ კვიპროსი კარგი გუნდია. დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლით ნაკრებს დავეხმარე და გავიმარჯვეთ. შოტლანდიასთან მატჩის წინ ეს მნიშვნელოვანი შედეგია ყველასთვის. იმედია შოტლანდიიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდებით სამშობლოში", - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 ივნისს, ლიდერ შოტლანდიასთან გლაზგოში ჩაატარებს, რომელმაც 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა.