ფეხბურთი

2:30 | 18.06.2023 | ნანახია NaN - ჯერ

კვიპროსელი ფეხბურთელები: "ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა, გამარჯვებას ვიმსახურებდით"

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსის ნაკრებთან გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით 2:1 მოიგო.

მატჩის შემდეგ კვიპროსელმა ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ არ გაუმართლათ, შედეგი უსამართლო იყო და გამარჯვება დაიმსახურეს.

ანდერსონ კორეია: „შედეგი უსამართლოა, ვწუხვართ. მიხარია, რომ ნაკრებში დებიუტი მქონდა, ამას ველოდი, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამაში დამსახურება აქვს. არ გაგვიმართლა, მეტს ვიმსახურებდით, უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია“.

ჟოელ მოლი: „ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, უსამართლო შედეგი იყო, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გუნდთან შერწყმა თავიდანვე ვცადე, მადლობა შანსისთვის, მინდა მაქსიმუმი გავიღო“.

დიმიტრის ხრისტოფი: „გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, ამიტომ გაბრაზებული ვარ. თუმცა, კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ სტუმრებს უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავდათ, ვიდრე ჩვენ“.

იოანის პიტასი: „ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი უსამართლო იყო. გვქონდა შანსები, თუმცა, შედეგი სხვა არის და დამწუხრებულები ვართ. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, ნორვეგია ძლიერია, ისე ვიბრძოლებთ, როგორც ყოველთვის. დღეს ჩვენი დღე არ იყო, ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა, არ გაგვიმართლა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 ივნისს, ლიდერ შოტლანდიასთან გლაზგოში ჩაატარებს, რომელმაც 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065232