პორტუგალიის ნაკრებმა წარმატებულად დაიწყო ევროშესარჩევი ციკლი. J ჯგუფში შაბათს მათ ბოსნია ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. რობერტო მარტინესის შეგირდებს 3 ტურის შემდეგ მაქსიმალური 9 ქულა აქვთ. 13 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ.
ბოსნიელებთან დუბლი მიითვალა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელმა, ბრუნუ ფერნანდეშმა, ერთი გოლიც ბერნარდუ სილვას ანგარიშზეა.
კრიშტიანუ რონალდუმ 90 წუთს დაჰყო მინდორზე.