საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს დღეს, ლარნაკაში, კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. საქართველო ისევ 3-მცველიანი სქემით ითამაშებს, შეტევაში კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე ითამაშებენ. ვილი სანიოლმა და თემურ ქეცბაიამ ასეთი არჩევანი გააკეთეს:
კვიპროსი (4-4-2): მალი; კარო ხარალამპუსი, გოგიჩი, კორეირა; ანტონიუ, კუსულისი, ლაიფისი, კასტანოსი; ცონისი, პიტასი
საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი; გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აზაროვი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა (1:1), ხოლო კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.