„ბრენტფორდმა“ დევიდ ბექემის შვილს, რომეოს, სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა - გვამცნობს ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
20 წლის გარემარბი მანამდე „ფუტკრების" მეორე გუნდში იჯარით თამაშობდა. ბექემ უმცროსი ბოლო დრომდე მამის კლუბს, მაიამის „ინტერს“ ეკუთვნოდა.
„რომეო „ბრენტფორდში“ იანვრიდან გამოჩნდა და ის ჩვენთვის ძალიან სასარგებლო გახლდათ. სეზონის საოცარი დასასრული ჰქონდა. გავაგრძელეთ მისი საფეხბურთო უნარების განვითარება და ახლა ველოდებით გუნდში მის კარგი განწყობით დაბრუნებას.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
რომეოს კონტრაქტი „ბრენტფორდთან“ ერთწლიანი იქნება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
2022/2023 წლების სეზონში უმცროსმა ბექემმა ლონდონური კლუბის მეორე გუნდში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გატანა.