ძიუდო

18:53 | 17.06.2023 | ნანახია 560 - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ყაზახეთის გრანდ სლემზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც ყაზახეთის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით გამოდის, ორი დღის შემდეგ უმედლოდაა.

73 კგ წონით კატეგორიაში კოტე კაპაანძემ რეშად მოდ არიანს აჯობა, მაგრამ მერე ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. მედალთან უფრო ახლოს იყო გიორგი ტერაშვილი, რომელმაც რუსლან ჰალავაჩოუ და კსავერი მორკა დაამარცხა, მერე დანიარ შამშაიევთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ალჟირელ რედუან დრისს მოუგო, მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში ყაზახ ასკარ ნარკულოვთან წააგო.

81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილი პირველივე წრეში ყაზახ აიბოლ ნისანალისთან დამარცხდა, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძემ ბრიტანელი სკოტ კუსაკი, ყაზახი აბილაიხან ჟუბანჟარი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, მაგრამ ჯერ ნახევარფინალი წააგო ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან, მერე ბრინჯაოს მედლისთვი შეხვედრა ესპანელ ხოსე მარია მენდიოლასთან.

ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ქართველი ძიუდოისტები კიდევ გავლენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:22 | 18.06.2023
ძიუდოო123 (1282)

რო დავწერე ბექა 100-ში ვერ გაქაჩავსო დავწერე მიზეზები არა რას ამბობ 6-7 კილოს დაკლება უწევსო. სიმაღლეში და ჯანში იჩაგრება და არაა 19-20 წლის ახალგაზრდა არ აქვს ის ჯანი რაც ჰქონდა როცა 100 ში გამოდიოდა

13:38 | 18.06.2023
zura54 (108)

81 და 90 კგ-ში მომავალში უნდა ველოდოთ ოქროს მედლებს ან ერთს ან ორს დანარჩენ 5 წონით კატეგორიაში თითქმის არანაირი შანსი არ გვაქვს ოქროს მედლის მოპოვების, უფრო დიდი შანსია საერთოდ უმედლოდ დავრჩეთ.
უზბეკეთის გრანდ სლემი ამის ნათელი დადასტურებაა. გურამ თუშიშვილმა ძალიან მოუკლო, ასეთი მომზადებით, ოლიმპიადაზე არანაირი შანსი არა აქვს, ბაშაევთან ვერ ჭიდაობს ტასოევი ხუთიდან ოთხ შეხვედრაში უგებს, მოკლედ ვინც მძიმე წონაში რაიმეს წარმოადგენს ყველასთან მარცხდება, ოლიმპიადაზე გასტროლიორად თუ წავა თუ არა, რაიმე შედეგის დამდები იქ არ არის

10:23 | 18.06.2023
ძიუდოო123 (1282)

თქვენი ძალათ ჟურნალისტი დედები მოვხან. ან რომელ საათზე იწყუება ან ვინები გამოვლენ. მოკლედ მსოფლიო სპორტი არა მსოფლიო მზეები კი ხართ

0.145015