ფეხბურთი

18:10 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკეჯანი: "რომაში" გარსიას სალაჰი და ჟერვინიო ჰყავდა, ოსიმენი და კვარაცხელია მათ ჰგვანან"

რომის „ლაციოს“ ყოფილმა მეკარემ ლუკა მარკეჯანიმ „ნაპოლიში“ რუდი გარსიას დანიშვნაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დე ლაურენტისის არჩევანი გაუკვირდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ფრანგს კარგად მუშაობა შეუძლია.

„დე ლაურენტისის არჩევანმა გამაოცა, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან გარსიამ იტალიაში კარგად იმუშავა. „რომაში“ მას ჰყავდა გუნდი, რომელიც გარკვეული თვისებებით ახლანდელ „ნაპოლის“ ჰგავდა. მას ფეხბურთზე განსხვავებული ხედვა აქვს, ვიდრე სპალეტის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებს ვერ მოერგება.

„რომაში“ მას უფრო ვერტიკალური თამაში ჰქონდა, ვიდრე ეს „ნაპოლი“ თამაშობს. ბურთს უფრო უკან იბრუნებდნენ, რადგან მათი ფეხბურთელების თვისებების გამო, რაც უფრო მეტი ზონა ჰქონდათ დასაფარი მოედანზე, მით უკეთესი იყო. ოსიმენი და კვარაცხელია თვისებებით შეიძლება ცოტათი ჰგვანან კიდეც მაშინდელი „რომას“ ჟერვინიოს და სალაჰს“, - თქვა მარკეჯანიმ.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ „ნაპოლისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მას მედიის წინაშე 19 ივნისს ოფიციალურად წარადგენენ.

0.112659