„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფლორენციულ ტელეკომპანიასთან „ფიორენტინას“ თავკაც ვინჩენცო იტალიანოზე ისაუბრა.
სპალეტის თქმით, იტალიანოსთან რამდენჯერმე დამარცხდა, რაც ნიშნავს, რომ ვინჩენცო უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე თვითონ.
„იტალიანომ რამდენჯერმე დამამარცხა, ამიტომ ის ჩემზე უკეთესია (იღიმის - რედ). ძალიან თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარია. თუ ის ბალანსის პოვნას მოახერხებს თავის სათამაშო იდეასთან ერთად, მაშინ ფლორენციის მსგავს საფეხბურთო ქალაქს აუცილებლად მოუტანს ტიტულებს“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ სპალეტის მემკვიდრედ სწორედ იტალიანოს ასახელებდნენ, მაგრამ საბოლოდ მან „ფიორენტინაში“ დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო „ნაპოლი“ რუდი გარსიამ ჩაიბარა.