„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად რუდი გარსია დაინიშნა, რომელიც 2013-2016 წლებში „რომას“ წვრთნიდა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც მას იტალიასთან აკავშირებს.
59 წლის ფრანგ სპეციალისტს იტალიელი მეუღლე ჰყავს, 22 წლით უმცროსი ფრანჩესკა ბრიენცა. რუდიმ და ფრანჩესკამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც გარსია „ჯალოროსის“ მწვრთნელი იყო, ხოლო გოგონა Roma TV-ზე მუშაობდა. მას ასევე უმუშავია Rai Sport-სა და La7-ზე. ის „რომას“ თავგადაკლული ქომაგია.
წყვილი კარგა ხანს ერთად არაოფიციალურად იყვნენ, ხოლო 2021 წელს იქორწინეს. ცნობისთვის, რუდი გარსიასთვის ეს პირველი ქორწინება არაა. მანამდე ის დაშორდა ვერონიკეს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს - კარლა, ევა და ლენა.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ორი დღის წინ დაინიშნა. მას 19 ივნისს მედიის წინაშე წარადგენენ.