ლონდონის „ტოტენჰემმა“ ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია დეიან კულუშევსკის ტრანსფერზე.
შვედი შემტევი ინგლისურ გუნდში იჯარით თამაშობდა, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, „დეზები“ ტურინელებს 30 მილიონ ევროს გადაუხდიან და დეიანს გამოისყიდიან. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
კულუშევსკი „ტოტენჰემში“ 2022 წლის იანვარში იჯარით გადავიდა. მას შემდეგ მან 57 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე ახალგაზრდა შვედი „იუვენტუსში“, „პარმასა“ და „ატალანტაში“ თამაშობდა.