კალათბურთი

1:00 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სერია A-ს ფინალში ანგარიში გაათანაბრა

იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ ზედიზედ მეორე თამაშ მოუგო და ანგარიში გაათანაბრა.

სერჯო სკარიოლოს გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით იგებდა, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში მილანელებმა 29:16 იმარჯვეს და ანგარიში გაათანაბრეს. ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც ბოლონიელებმა შეცდომა აღარ დაუშვეს და 93:89 მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 37 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, მომდევნო მატჩი კი 19 ივნისს, მილანში გაიმართება.

0.128973